მონაცემების დამუშავება AI-ს მიერ
თანხმობა მონაცემების ნაწილობრივი ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე (მათ შორის პროფაილინგზე) კი/ არა
თანახმა ვარ, ჩემი დასაქმების მიზნით, შპს „ნიკს ქონსალთინგ“-ის და/ან შპს „ნიკს ჰოლდინგ“-ში შემავალი შესაბამისი კომპანიის სისტემაში ჩემ მიერ შევსებულ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით, რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეზიუმედან მონაცემების ამოღებას, ანალიზს ან/და ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას. ამასთან, ინფომირებული ვარ და ვადასტურებ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით – AI ფუნქციონალი გამოიყენება მხოლოდ დამხმარე ტექნოლოგიური ინსტრუმენტის სახით და არ ახორციელებს კანდიდატის დასაქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს „ნიკს ქონსალთინგ“-ის მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა. ჩემთვის ასევე ცნობილია და ვეთანხმებუ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები, დასაქმების პროცესის ადმინისტრირების მიზნით, შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც შპს „ნიკს ქონსალთინგ“-ის და/ან შპს „ნიკს ჰოლდინგ“-ში შემავალი შესაბამისი დამსაქმებელი კომოანიების უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. ჩემთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიხმო თანხმობაშპს „ნიკს ქონსალთინგ“-ისათვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ.ფოსტა: hr@niksholding.com; ცხელი ხაზი: 511171720) ამასთან ჩემთვის ცნობილია და ვაცხადებ თანხმობას, რომ AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მესამე პირი ტექნოლოგიური და ღრუბლოვანი მომსახურების პროვაიდერები, მათ შორის Amazon Web Services (AWS) სერვერები გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები.
AI ფუნქციონალის გამოყენება ხორციელდება მხოლოდ რეკრუტინგის პროცესის ეფექტიანობის, ადმინისტრირების და კანდიდატების წინასწარი შესაბამისობის შეფასების მიზნით.