ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
ჩვენ შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
მითერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-19 - 2026-10-31
NIKS Holding აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზეNIKS Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.NIKS Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.პოზიცია განკუთვნილია როგორც ახალი კურსდამთავრებულებისთვის, ისე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებისთვის.ჩვენ გთავაზობთ:• პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;• ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;• კორპორაციულ ნომერს, სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;• ჰოლდინგის სხვადასხვა ბიზნესმიმართულებასთან მუშაობის შესაძლებლობას.ძირითადი პირობები:• სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;• სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00;• შესვენება: 1 საათი;• ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად;• გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.ძირითადი მოვალეობები:• ოფისში მოსული სტუმრების თავაზიანი და პროფესიული დახვედრა, მასპინძლობა;• სტუმრის ვიზიტის მიზნისა და საჭიროების დაზუსტება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;• შეხვედრების სივრცეების მომზადება და მათი მზადყოფნის უზრუნველყოფა;• საერთო ადმინისტრაციულ ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება;• შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და აღრიცხვა;• ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება, მათ შორის საკურიერო და ტაქსის მომსახურების ორგანიზება, საოფისე მარაგების შემოწმება და ადმინისტრაციული მონაცემების განახლება;• კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გამოვლენილ საჭიროებებზე დროული რეაგირება;• პოზიციის შესაბამისი სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.ძირითადი მოთხოვნები:• ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;• რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;• Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;• კომპიუტერთან და საოფისე ტექნიკასთან მუშაობის უნარი;აუცილებელი უნარები:• სტუმარზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;• პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;• დროისა და პრიორიტეტების მართვის, ასევე რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;• გუნდური მუშაობისა და ახალ სიტუაციებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.შერჩევის ეტაპები:• მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;• ინდივიდუალური გასაუბრება.კანდიდატთა შერჩევა:დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!
კატეგორიის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-24 - 2026-10-24
PODSY აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზეPODSY ელექტროსიგარეტებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და შეძენის სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს. PODSY-ისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და მომსახურების სტანდარტი. ქსელის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს.ჩვენ გთავაზობთ:კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.ძირითადი პირობები:სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00;ანაზღაურება: 1800 net; 6 თვის შემდეგ – ანაზღაურების გადახედვა;სამუშაო მოიცავს ფილიალებში რეგულარულ ვიზიტებს.ძირითადი მოვალეობები:ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება და ქსელის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;ასორტიმენტის ფორმირება, მოთხოვნისა და მიწოდების შეფასება, კატეგორიის გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი;ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და გაყიდვების ხელშესაწყობად პრომოაქტივობების დაგეგმვა;მთავარ საწყობში მარაგების კონტროლი და შესყიდვების ჯგუფისთვის შეკვეთის ფაილის მომზადება;მერჩენდაიზინგის სტანდარტების დანერგვა, ფილიალებში მათი შესრულების შემოწმება და დაქვემდებარებული გუნდის მუშაობის კონტროლი;თანამშრომლებისთვის პროდუქციის შესახებ ტრენინგების დაგეგმვა და ახალი პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება;ახალი პროდუქციის შესახებ ქსელის მენეჯერის ინფორმირება, მარკეტინგის დეპარტამენტისთვის კატალოგისთვის საჭირო აღწერილობის მიწოდება და ვადების დაცვის კონტროლი;ციფრულ არხებში ასორტიმენტის კონტროლი და რეპორტების მომზადება.ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;ასორტიმენტის დაგეგმვისა და გაყიდვებისა/მომგებიანობის მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე და PowerPoint-ის ცოდნა;ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;FMCG სექტორში ანსაცალო ქსელში მუშაობის, ასევე გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.აუცილებელი უნარები:ანალიტიკური აზროვნების უნარი;სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის წარდგენის უნარი;თანამშრომლების სწავლების, გუნდის მართვისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლის უნარი;პროდუქციის განლაგების შეფასებისა და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვების უნარი.კანდიდატთა შერჩევა:დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!
ფინანსური მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-08-20 - 2027-08-20
NIKS Holding აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზეNIKS Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.NIKS Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.ჩვენ გთავაზობთ:• კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;• ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;• მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;• სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან მუშაობისა და პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.ძირითადი პირობები:• სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;• სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–19:00;• ანაზღაურება: 2,000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;ძირითადი მოვალეობები:• კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;• წლიური, კვარტალური და ყოველთვიური ბიუჯეტების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და გეგმა/ფაქტის ანალიზი;• ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;• ფულადი ნაკადების (Cash Flow) მართვა, დაგეგმვა და პროგნოზირება;• კომპანიის შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;• დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და საბრუნავი კაპიტალის კონტროლი;• ბუღალტრული აღრიცხვის სისწორისა და ფინანსური მონაცემების შესაბამისობის მონიტორინგი;• ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;• ფინანსური პროცესებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება;• საჭიროების შემთხვევაში ბანკებთან, აუდიტორებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა.ძირითადი მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;• ფინანსურ მენეჯმენტში, ფინანსურ კონტროლში ან ანალოგიური პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;• ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, Cash Flow-ის მართვისა და ფინანსური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;• ქართული საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;• Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;• ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;• Balance-ის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;• ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.აუცილებელი უნარები:• ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;• ფინანსური მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;• მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;• ლიდერული და პროცესების კოორდინაციის უნარი;• პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;• დროისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;• კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი.კანდიდატთა შერჩევა:დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება