სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
27-07-2026 - 27-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

NIKS Holding აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.

სტაჟირების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა ბრენდისა და კომპანიის მარკეტინგულ პროექტებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, სოციალური მედიის მართვის, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში და იმუშაონ პროფესიონალი მენტორის ხელმძღვანელობით. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაზე.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები განიხილებიან NIKS Holding-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სოციალური მედიის კონტენტის მომზადებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა ბრენდის მარკეტინგული პროექტებისა და ყოველდღიური აქტივობების მხარდაჭერა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
  • კონტენტის შექმნისა და გადაღებების პროცესში მონაწილეობა;
  • პრეზენტაციებისა და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მხარდაჭერა;
  • გუნდის წევრებთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგული ამოცანის შესრულება.

მოთხოვნები

  • მარკეტინგის მიმართულებით განათლება ან მიმდინარე სწავლა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (აუცილებელია);
  • სოციალური მედიისა და კონტენტის შექმნის მიმართ ინტერსი;
  • სასურველია კონტენტის შექმნის, განთავსების ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მცირე გამოცდილება;
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სტაჟირების პირობები

  • სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
  • ხანგრძლივობა: 3–6 თვე;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; 

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია. 

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!