გაყიდვების ადმინისტრატორი
21-07-2026 - 31-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

HQD Georgia 2021 წლიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდის HQD-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას პრემიუმ კატეგორიის სავაჭრო ობიექტებსა და HoReCa სექტორში და მუდმივად იზრდება პროფესიონალთა გუნდთან ერთად.

 

თუ გსურს სტაბილურ კომპანიაში მუშაობა, დინამიკური სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი; 09:00–18:00;
  • ანაზღაურება: 1500₾;

ძირითადი მოვალეობები

  • კორპორატიული და პარტნიორი კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება, შეკვეთების დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების CRM/საბუღალტრო პროგრამაში დროული ასახვა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება;
  • კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მიმდინარე საკითხების კოორდინაცია, ახალი პროდუქციის, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზისა და პორტფელის მართვა, ინფორმაციის რეგულარული განახლება;
  • პარტნიორი კლიენტების დავალიანებების კონტროლი და გადახდებთან დაკავშირებული კომუნიკაცია;
  • შეკვეთებისა და გაყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გაყიდვებზე, შედეგსა და მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვის, ორგანიზებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ადაპტაციის პერიოდში მხარდაჭერას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

 

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია. 

 

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!