კატეგორიის მენეჯერი
24-09-2026 - 24-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

PODSY აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე

PODSY ელექტროსიგარეტებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და შეძენის სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს. PODSY-ისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და მომსახურების სტანდარტი. ქსელის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას აერთიანებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1800 net; 6 თვის შემდეგ – ანაზღაურების გადახედვა;
  • სამუშაო მოიცავს ფილიალებში რეგულარულ ვიზიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება და ქსელის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ასორტიმენტის ფორმირება, მოთხოვნისა და მიწოდების შეფასება, კატეგორიის გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და გაყიდვების ხელშესაწყობად პრომოაქტივობების დაგეგმვა;
  • მთავარ საწყობში მარაგების კონტროლი და შესყიდვების ჯგუფისთვის შეკვეთის ფაილის მომზადება;
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დანერგვა, ფილიალებში მათი შესრულების შემოწმება და დაქვემდებარებული გუნდის მუშაობის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის პროდუქციის შესახებ ტრენინგების დაგეგმვა და ახალი პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება;
  • ახალი პროდუქციის შესახებ ქსელის მენეჯერის ინფორმირება, მარკეტინგის დეპარტამენტისთვის კატალოგისთვის საჭირო აღწერილობის მიწოდება და ვადების დაცვის კონტროლი;
  • ციფრულ არხებში ასორტიმენტის კონტროლი და რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მართვის, შესყიდვების, ასორტიმენტის მართვის ან საცალო ვაჭრობის შესაბამის პოზიციაზე;
  • ასორტიმენტის დაგეგმვისა და გაყიდვებისა/მომგებიანობის მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე და PowerPoint-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • FMCG სექტორში ანსაცალო ქსელში მუშაობის, ასევე გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის წარდგენის უნარი;
  • თანამშრომლების სწავლების, გუნდის მართვისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლის უნარი;
  • პროდუქციის განლაგების შეფასებისა და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვების უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!