NIKS Way აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
NIKS Way საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სატრანსპორტო მომსახურებას კავკასიის რეგიონში, ევროპასა და აზიაში. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, ოპერატიულ სერვისსა და მომსახურების მაღალ ხარისხზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00 ან 10:00 - 19:00
- ანაზღაურება: 1500₾ + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება;
- ტვირთის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო კომპანიებისა და გარე მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
- გადაზიდვის პროცესის ორგანიზება და მისი შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა;
- ტვირთის გადაადგილებისა და მიწოდების ვადების კონტროლი, განბაჟების პროცესის დასრულებამდე;
- მომწოდებლების მიერ შეთანხმებული პირობების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- ინვოისების მომზადება და შესაბამის სისტემაში ატვირთვა;
- საჭირო ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისთვის დროულად მიწოდება;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგების მომზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციებისა და პროცედურების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!