ფინანსური მენეჯერი
20-08-2026 - 20-08-2027
სამუშაო განაკვეთი: სრული

NIKS Holding აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

NIKS Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.


NIKS Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

ჩვენ გთავაზობთ:
• კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
• მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
• სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან მუშაობისა და პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.

ძირითადი პირობები:
• სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;
• სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–19:00;
• ანაზღაურება: 2,000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
• წლიური, კვარტალური და ყოველთვიური ბიუჯეტების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და გეგმა/ფაქტის ანალიზი;
• ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
• ფულადი ნაკადების (Cash Flow) მართვა, დაგეგმვა და პროგნოზირება;
• კომპანიის შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
• დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და საბრუნავი კაპიტალის კონტროლი;
• ბუღალტრული აღრიცხვის სისწორისა და ფინანსური მონაცემების შესაბამისობის მონიტორინგი;
• ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;
• ფინანსური პროცესებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება;
• საჭიროების შემთხვევაში ბანკებთან, აუდიტორებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
• ფინანსურ მენეჯმენტში, ფინანსურ კონტროლში ან ანალოგიური პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
• ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, Cash Flow-ის მართვისა და ფინანსური ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
• ქართული საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
• Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
• Balance-ის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
• ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
• ფინანსური მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ლიდერული და პროცესების კოორდინაციის უნარი;
• პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
• დროისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
• კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი.

კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!