მითერი
19-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

NIKS Holding აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე

NIKS Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.


NIKS Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

პოზიცია განკუთვნილია როგორც ახალი კურსდამთავრებულებისთვის, ისე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

• პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
• ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
• კორპორაციულ ნომერს, სასაუბრო დროსა და ინტერნეტს;
• ჰოლდინგის სხვადასხვა ბიზნესმიმართულებასთან მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი პირობები:

• სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27;
• სამუშაო განრიგი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00;
• შესვენება: 1 საათი;
• ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად;
• გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

• ოფისში მოსული სტუმრების თავაზიანი და პროფესიული დახვედრა, მასპინძლობა;
• სტუმრის ვიზიტის მიზნისა და საჭიროების დაზუსტება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
• შეხვედრების სივრცეების მომზადება და მათი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
• საერთო ადმინისტრაციულ ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
• შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, გაგზავნა და აღრიცხვა;
• ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება, მათ შორის საკურიერო და ტაქსის მომსახურების ორგანიზება, საოფისე მარაგების შემოწმება და ადმინისტრაციული მონაცემების განახლება;
• კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა და გამოვლენილ საჭიროებებზე დროული რეაგირება;
• პოზიციის შესაბამისი სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

• ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
• რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
• კომპიუტერთან და საოფისე ტექნიკასთან მუშაობის უნარი;

აუცილებელი უნარები:

• სტუმარზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
• პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
• დროისა და პრიორიტეტების მართვის, ასევე რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
• გუნდური მუშაობისა და ახალ სიტუაციებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

• მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
• ინდივიდუალური გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!