მაღაზიათა ქსელი „PODSY“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
PODSY წარმოადგენს პრემიუმ კლასის პროდუქციის მაღაზიათა ქსელს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 17-მდე ობიექტით.
თუ გსურს სტაბილურ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობა გაეცანი ვაკანსიის დეტალებს:
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს.
ლოკაცია და პირობები:
მისამართი: მუხრან მაჭავარიანის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი ცვლებში:
I ცვლა 09:00 – 17:30;
II ცვლა 17:30 – 02:00 (უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება);
- ანაზღაურება 1000 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის მარაგების მართვა, კონტროლი და ადმინისტრირება;
- პროდუქციის განთავსება, ვარგისიანობისა და ფასმაჩვენებლების მონიტორინგი;
- სალაროს მართვა და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაიცანი ჩვენი ბრენდი: www.podsy.ge