NIKS Way აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
NIKS Way საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სატრანსპორტო მომსახურებას კავკასიის რეგიონში, ევროპასა და აზიაში. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, ოპერატიულ სერვისსა და მომსახურების მაღალ ხარისხზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 27
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00 ან 10:00 - 19:00
- ანაზღაურება: 1500₾ + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიება და ადგილობრივ კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება;
- შეკვეთების მიღება და კლიენტების ბაზაში რეგისტრაცია;
- შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში მათში მონაწილეობა;
- კლიენტებთან კომუნიკაცია შეკვეთის სრულ დასრულებამდე ინფორმაციის ეფექტური გაცვლის მიზნით;
- იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, Excel, Outlook/E-mail);
- CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სალავდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!