HQD Georgia 2021 წლიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდის HQD-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას პრემიუმ კატეგორიის სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეებში და მუდმივად იზრდება პროფესიონალთა გუნდთან ერთად.
თუ გაქვს გაყიდვების გამოცდილება, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს შემოსავალი შენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
• სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
• სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი; 09:00–18:00;
• ანაზღაურება: 1500₾ + ბონუსი;
• საწვავის ხარჯის ანაზღაურება;
• გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები
• ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
• არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
• სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტები, ახალი პროდუქციის, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაცნობა;
• მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
• დავალიანებების კონტროლი და დროული ამოღება;
• გაყიდვების გეგმის შესრულება;
• გაწეული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
• გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
• მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება
• უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
• სავაჭრო ობიექტებთან ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
რას გთავაზობთ
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
• პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
კანდიდატთა შერჩევა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!