გაყიდვების კონსულტანტი - გლდანი
11-06-2026 - 11-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

მაღაზიათა ქსელი „PODSY“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

PODSY წარმოადგენს პრემიუმ კლასის პროდუქციის მაღაზიათა ქსელს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 17-მდე ობიექტით.

თუ გსურს სტაბილურ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობა გაეცანი ვაკანსიის დეტალებს:

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს.

ლოკაცია და პირობები:

  • მისამართი: სავაჭრო ცენტრი სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუასN1
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 22:00 (თვეში 15 დღე);
  • ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში 800 ლარი, შემდეგ 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის მარაგების მართვა, კონტროლი და ადმინისტრირება;
  • პროდუქციის განთავსება, ვარგისიანობისა და ფასმაჩვენებლების მონიტორინგი;
  • სალაროს მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!


გაიცანი ჩვენი ბრენდი: www.podsy.ge

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!